ქედის მუნიციპალიტეტს შესაძლოა კიდევ ერთი ადმინისტრაციული ერთეული დაემატოს. სამი სოფლის დოლოგნის, ჭალახმელასა და ჭინკაძეების მოსახლეობამ საკრებულოს განცხადებით, უკვე მეორედ მიმართა. თუ კი ცვლილება დამტკიცდება, დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდება.
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სამივე სოფელი მახუნცეთისადმინისტრაციულ ერთეულში შედის, სადაც სულ 12 სოფელია გაერთიანებული. ეს კი მართვის კუთხით საკმაოდ რთულია. დეპუტატები საკითხს თვის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნულ პერიოდში ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება ექნება, შენიშვნებით საკრებულოს მიმართოს. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 9 ადმინისტრაციული ერთეულია.
წყარო: აჭარის ტელევიზია