ფოთში, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსა და უმრავლესობას შორის სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
ასევე, ხმაური მელიორაციის სამსახურის შექმნის საკითხს მოჰყვა. მათი მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან, ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს.
უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.