კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 200 აღსაზრდელზე გათვლილი ორსართულიანი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი საბავშო ბაღი გაიხსნა.
კასპის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტროგაყვანილობის სისტემა და კარ-ფანჯრები შეიცვალა. ასევე, მოეწყო ცენტრალური გათბობა და გაილესა და შეიღება შიდა და გარე ფასადი.
“მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისათვის სათანადო პირობების შექმნაა”, ამობენ მერიაში.
მათივე ცნობით, საბავშო ბაღში ამჟამად 100 პატარაა და მომავალში კონტინგენტის გაზრდას ელოდებიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირეულემა, რომელიც ინდივიდუალურმა მეწარმემ კახა დათაშვილმა განახორციელა, 333 278 ლარი შეადგინა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.