“ჩინური ავტობუსებია და ვერ ქაჩავენ” – მარნეულის სამი მუნიციპალური ავტობუსი გაფუჭებულია

725

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი სამი ავტობუსი გაფუჭებლია, რის გამოც რეგულარულ მარშრუტს ვერ ახორციელებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

საუბარია ორ ერთეულ N3 სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მარნეულში გადაადგილდება და ერთ წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსზე. შპს „ავტოპარკის“ დირექტორი გიგა ჯალაღონია ვერ გვეუბნება თუ როდის შეკეთდება ავტობუსები.

„N3 ავტობუსი ორია გაფუჭებული, ერთი ახალი გამოდის ხაზზე, ხან კიდევ გვიფუჭდება. მოკლედ, ძალიან ცუდი ხარისხის ავტობუსები გამოდგნენ, ამოწურვადი რესურსით არიან როგორც ჩანს. ჩინური ავტობუსებია და ვერ ქაჩავენ“, – თქვა გიგა ჯალაღონიამ.

მიუხედავად იმისა, რომ სამი ავტობუსი არ მუშაობს შპს „ავტოპარკში“ გვარწმუნებენ, რომ მგზავრებს გადაადგილების პრობლემა ამით არ ექმნებათ.

„როგორც იცით, კერძო ტრანსპორტი მუშაობს ყველა ხაზზე, სადაც ჩვენ დავდივართ. ასე რომ, არ აქვს მოსახლეობას არ აქვს გადაადგილების პრობლემა. უნრალოდ, ავტობუსით ურჩევნია გადაადგილება ტვირთის გადაზიდვისთვის და თან მეტი თავისუფლებაა ავტობუსში“, – ამბობს „ავტოპარკის“ დირექტორი.

შპს „ავტოპარკის“ მათ სულ 20 ავტობუსია რეგისტრირებული. ადმინისტრაციის თქმით, ოცივე ავტობუსი ტექნიკურ დათვალიერებას ყოველ ექვს თვეში წარმატებით გადის.