გორში ახალი წლიდან მეეზოვეებს ხელფასის მატებას ჰპირდებიან

608

მომავალი წლიდან გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო მეეზოვეებს მომატებულ ხელფასს ჰპირდება, – ეს ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, 67 მეეზოვე ხელზე ამ დრომდე დღეში 12 ლარს იღებს, ეს თანხა ახალი 2020 წლიდან 15 ლარამდე გაიზრდება.

“ამ წელშივე ვფიქრობდით, მეეზოვეებისთვის ხელფასების გაზრდას, მაგრამ ვიდრე მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში და მეეზოვეებს მომავალი წლიდან ანაზღაურებას აუცილებლად გავუზრდით, ისინი მართლაც იმსახურებენ ამას”, – ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.

საკრებულის წევრთა ინფორმაციით, 2020 წლისთვის დაფინანსება მთლიან სააგენტოს ეზრდება. ბაჩანა გვიანიშვილის განცხადებით კი, გაზრდილი ბიუჯეტი, აღნიშნულის გარდა, ქალაქისა და სოფლების კეთილმოწყობას მოხმარდება.