ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცეს

782

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი.

“ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

“მნიშვნელოვანია რომ ყველა- მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებში, ოპერატიულად მოხდება ჩვენი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება“, -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.