კალაძე: იპოდრომის კორტების ტერიტორია ძველ სტატუსს დაიბრუნებს

936

წინა სტატია

იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა.

“დავამთავრეთ მონაცვლეობის საკითხი. ეს იყო ყაზახური ინვესტიცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” წაართვა საკუთარი ტერიტორია, საკუთარი მიწის ნაკვეთი ჩამოაჭრა ყოველგვარი ანაზღაურებისა და მოლაპარაკების გარეშე, იქ გაყვანა გზა და ეს ადამიანები დატოვა ისე. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და მივაღწიეთ იმას, რომ ვახერხებთ მონაცვლეობას. მინდა, საბურთალოელებს ვუთხრა, რომ კორტების ადგილზე შენობა- ნაგებობების, ანუ საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა”, – განაცხადა კალაძემ.

2018 წლის 7 ნოემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ მერიამ 2009 წელს გასხვისებული ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, რომელიც იპოდრომის მიმდებარედ მდებარეობს, დაიბრუნა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კორტების ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.