მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე სავაჭრო ნივთების უკანონო განთავსება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ავეჯის მაღაზიებს თავიანთი ნივთები ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჰქონდათ გამოტანილი. კვების ობიექტებთანაც შეიმჩნეოდა ღია სივრცეში გამოტანილი მაგიდა და სკამები, სადაც ასევე ქვეითებს ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება. როგორც რადიო “მარნეულთან” საუბარში მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, ძირითადი სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე ტარდება.
„ზედამხედველობის სამსახურმა გამოავლინა არაერთი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები დაკავებული იყო გარემოვაჭრეების თუ კვების ობიექტების მიერ. მათ გაფრთხილება მიეცათ და ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ამ მდგომარეობას, რომ გავასუფთაოთ საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები გარევაჭრობისგან“, – ამბობს ლობჟანიძე.
ლობჯანიძის თქმით, თუ მსგავი შემთხვევები სხვა ქუჩებზეც გამოვლინდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ. იმ შემთხვევაშ თუ გაფრთხილებული მოვაჭრეები კვლავ მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებს უკანონოდ გამოიყენებენ, ზედამხედველობა მათ საჯარიმო სანქციებს დააკისრებს