რეგიონის საჯარო დაწესებულებებში, გასულ წელთან შედარებით, 2 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

539

რეგიონის საჯარო დაწესებულებებში, გასულ წელთან შედარებით,  2 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა. შედეგები აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. ანგარიშში მოხვდა რამდენიმე უწყება, რომლებმაც თანხები არამიზანობრივად და არაეფექტურად დახარჯეს, მათ შორისაა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე. ციფრები კითხვის ნიშნებს უჩენს მესამე სექტორს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

აუდიტის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ, დირექტორის მივლინებისთვის,  დაახლოებით 1 500 ლარი, არამიზნობრივადაა დახარჯული.  ეს თანხა ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ხარჯებშია ჩამოწერილი. ორგანიზაციაში კომენტარი არ გააკეთეს, სიტყვიერად კი აღნიშნეს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

ანგარიშში ნახსენებია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრიც. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულებამ მივლინებებში 2000 ლარზე მეტი არაეფექტურად  დახარჯა. ფაქტს აუდუტი არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილებად აფასებს. ცენტრის დირექტორი კი საკითხს ასე პასუხობს.

ჯამში 6 ათასი ლარით მეტი დახარჯა აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა.  „ბათუმის“ თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებისას, შიდა გადაადგილებისთვის გადახდის დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, ა 720 ევროს ეკვივალენტი − 2,124 ლარი აანაზღაურეს.ანსაბლში მაცნეს ზარებს არ უპასუხეს.

აუდიტის დასკვნის  მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასის დარიცხვის საფუძველს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა წარმოადგენს. განათლების ფონდმა კი,  ხარჯები აღნიშნული რეგულაციის დაუცველად გაწია. ანგარიშში ვკითხულობთ:

მესამე სექტორის შეფასებით, ანგარიში, სახელწმიფო დაწესებლოებების მიმართ, კითხვის ნიშნებს აჩენს. საიაში  საკითხის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

უწევს თუ არა მონიტორინგს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, უწყების დაქვემდებარებულ სამსახურებში? შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი კითხვას ასე პასუხობს.

რეგიონის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო დაწესებულებებში 2018 წელს ხელფასებისთვის 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა გასულ წელთან შდარებით,  2 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია.