მამუკა მდინარაძე: არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა თანამდებობის პირებს გამოკითხვაზე დაბარებას ვერ უბედავდნენ

759

არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა კონკრეტული თანამდებობის პირებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ, არათუ გამოკითხვაზე დაბარებას, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ალბათ გახსოვთ ყველას, რომ გამოკითხვაზე დაბარებას კი არა, კონკრეტული თანამდებობის პირებს კითხვის დასმას ვერ უბედავდნენ. პარლამენტში მობრძანდიო, ამას ვერ უბედავდნენ. თუ მოვიდოდა ვინმე თავის ნებით, მას კითხვის დასმას ვერ უბედავდნენ. ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირი არ არსებობს, არ არსებობს პრივილეგირებული პირი, რომელიც თუ საჭიროა საქმის დეტალების გასარკვევად არ იქნას დაბარებული და გამოკითხული. ასე იყო და ჩანს, რომ არის გომელაურის, გოგაშვილის შემთხევაში. იყო შემთხვევები, როდესაც შს მინისტრი დაიბარეს სხვა საქმეზე. ეს ჩვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტია, რომელიც აღარადრის არ უნდა დაირღვეს. ამისთვის ვაკეთებთ ამას, ამისთვის ძლიერდება დემოკრატია, არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა კონკრეტულ თანამდებობის პირებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ, არათუ გამოკითხვაზე დაბარებას“, – აცხადებს მდინარაძე.