ოკუპირებულ აფხაზეთს, რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებს შორის რეგულარული საფოსტო კავშირი დამყარდა

992

25 წლიანი წყვეტის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთმა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან საფოსტო კავშირი დაამყარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აფხაზია ინფორმი“ ავრცელებს.

„ახლა უკვე აფხაზეთიდან, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში არამარტო წერილის, არამედ ამანათების გაგზავნაც იქნება შესაძლებელი და რუსული ინტერნეტ-მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქციის მიღებაც. ახლა მიმდინარეობს საუბარი საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების ინტერნეტ მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქციის აფხაზეთში ჩამოტანაზე“, – განმარტავს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელი ხელ-ლი ლაშა შამბა.

20 გრ-მდე წონის ჩვეულებრივი წერილის გაგზავნა ოკუპირებული აფხაზეთიდან სხვა მიმართულებით 50 რუბლი ეღირება. მომსახურების საფასური, შეკვეთილ წერილსა თუ ამანათზე გაიზრდება მათი წონის მიხედვით ( 1 გრ. – 1 რუბლი).

2013 წლის 24 მაისს, რუსეთის ფოსტასა და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. აფხაზ-კავშირს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებით, ოკუპირებულ რეგიონში საფოსტო გზავნილების მიწოდებას რუსული მხარე ახორციელებდა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ რეგიონში სულ 12 ფოსტალიონი მუშაობს, აქედან 6 სოხუმში.  ფოსტის შენობა, რომელიც 2012 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა, დღეს არ არსებობს.

მის ფუნქციას, ოკუპირებულ რეგიონში სოხუმის სატელეფონო სადგური ასრულებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი