სოხუმის დეფაქტო მერმა ადგურ ხარაზიამ თანამდებობა დატოვა. ხარაზიამ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისი მიზანი “სავარაძელი არასდროს ყოფილა”. ინფორმაციას სააგენტო Apsny ავრცელებს.
“ამ პოსტზე 5-წლიანი მუშაობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ყოველთვის არ მოდის ონკანში წყალი. ადამიანებიც ყოველთვის მაძღრები არ იძინებენ. მოქალაქეები ხშირად მწერენ პრობლემებზე, ვიღაც ავადაა და გასვლას ვერ ახერხებს. ბევრი ღამე არ მძინებია მათ პრობლემებზე ფიქრში. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ვერ დავეხმარე“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ხარაზიამ.
ადგურ ხარაზია სოხუმის მერის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.