საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საქართველოს ვიცეპრემიერსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს საკანონმდებლო ორგანოში ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილთან და კობა ნარჩემაშვილთან ერთად გააკეთა.
დეპუტატების აზრით, “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს.