“ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს და დღეს გამაღთულ სასამართლო სხდომას ეხმაურება.
დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინას ჯიბის პროკურორები, შუბლძარღვგაწყვეტილი ახალგაზრდები საბჭოთა მენტალობით, უცოდინრები, ტროიკის სტილში
დიდი ხნის წინ გამზადებული საბრალდებო დასკვნით, ერთადერთი სურვილით: ასიამოვნონ ზემდგომს, ბიძინას და მის ზემდგომს, მიიღონ თავზე ხელის გადასმა, პრემია, დაწინაურება… კანონი და სამართალი ფეხებზე ჰკიდიათ. საქმის დეტალებზე საუბარს აქ აზრი არ აქვს, სისტემას ეს არ აინტერესებს!
ერთს გეტყვით – ვერაფერს მიაღწევენ! მაგ მახინჯ კანტორას მალე დავშლით და ყველა უკანონო გადაწყვეტილების მიმღებს პასუხს მოვთხოვთ კანონის მთელი სიმკაცრით!
ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც