ღარიბაშვილი: ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, საიდანაც ჩამოვიტანთ სოციალური პოლიტიკის რეფორმის კუთხით საუკეთესო გამოცდილებას

352

დეკემბრის დასაწყისში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პოლიტიკის რეფორმა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება.

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა. ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“,- აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, გასულ კვირას პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. პრემიერი დაპირდა მოსახლეობას, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარადგენდნენ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის რამდემიმე წარმატებულ ქვეყანაშია გამოცდილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.