გურჯაანის მერიამ გაერთიანებული ა(ა)იპ-ები ისევ განაცალკევა

549

ა(ა)იპი ,,გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების” რეორგანიზაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

სამუსიკო სკოლების გაერთიანება, სამხატვრო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი მუშაობას კვლავ დამოუკიდებლად განაგრძობს. ეს საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ აიპ-ების ერთმანეთთან შერწყმა არაეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. არადა, სახელოვნებო სკოლები ერთმანეთთან 2018 წლის სექტემბერში გააერთიანეს. მაშინ მერია გაერთიანების არგუმენტად აიპ-ების ეფექტურ მუშაობას ასახელებდა.