რუსთაველი ახალგაზრდები მერიის სხვადასხვა სამსახურში სასწავლო პრაქტიკას გაივლიან

466

რუსთავის მერიაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა შესარჩევი ეტაპი -გასაუბრება გაიმართა, – აცხადებენ რუსთავის მერიაში.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებს რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე  და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები გაესაუბრნენ.

“გასაუბრების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები, პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სასწავლო პრაქტიკას მომდევნო კვირიდან  დაიწყებენ რუსთავის  მერიის სტრუქტურულ ერთეულებში: აპარატის იურიდიული განყოფილება; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური; ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური.

პრაქტიკის გასავლელად, კონკურსი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (იურიდიული/სამართალმცოდნეობა; ეკონომიკა/ფინანსები; არქიტექტურა/ სამშენებლო/საინჟინრო ფაკულტეტის) კუსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა.

პრაქტიკის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პრაქტიკის ვადა 1-დან 6 თვემდე განისაზღვრება”, – განმარტავენ მერიაში.