წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

891

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმის მიზანი წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ურთიერთთანამშრომლობაა. როგორც ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე აცხადებს, წყალტუბოში უნდა განვითარდეს ახალი ტურისტული პროდუქტები, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები – კანონით მინიჭებულ ფრგლებში.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, წყალტუბოში საინფორმაციო ცენტრის გახსნას, სარეკლამო მასალით მომარაგებას და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას უზრუნველყოფს, ასევე გადაამზადებს ერთ ტურ-ოპერატორს.
„ეს არის უნმიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც წყალტუბოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“ -აღნიშნავს წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი.
სალომე ქუთათელაძე ასევე დაესწრო ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციას, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული ცენტრები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებით წასდგნენ, კონფერენცია გასულ კვირას, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ შედგა. რომელსაც სალომე ქუთათელაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი ესწრებოდა.