შქერნალის, ლოდიძირისა და საკამბეჩოს 275 მოიალაღე, მომავალი სეზონიდან ახალი ელექტროგადამცემი ქსელით ისარგებლებს, – აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
“პროექტის ფარგლებში, არსებულ 10 კვ-იან ელექტრომომარაგების ქსელს დემონატაჟი ჩაუტარდა და ახალი ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყო”, – განმარტავენ მერიაში.
პროექტის სახელშეკრულება ღირებულებამ, რომელსაც შპს “ენერგო გზა” აწარმოებდა, 255 931 ლარი შეადგინა.