ხაშურის მერმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული საჭიროებები განიხილეს

687

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შეხვედრის მიმდიარეობისას მხარეებმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით შიდა გზებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

“მუნიციპალიტეტის მხრიდან, მერთან ერთად შეხვედრას მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესებაა”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.