კასპის სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაიწყო

1353

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.

სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯავა“ აწარმოებს.

“სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წელს საქართველოში წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული. დღეს სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული”, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა აშენდება.

“უკვე მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროს საჯარო სკოლის მშენებლობა, ახალი სკოლა აშენდება სოფელ ქვემო გომშიც”, – განმარტა მერმა.