გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო

769

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „გალ-ინფო“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პასპორტების გახანგრძლივება უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეჩერებულია.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამმართველოს ხელმძღვანელის, ედუარდ მანარგიას განცხადებით, „ბინადრობის მოწმობა ყველა იურიდიული საკითხების განხორციელების საშუალებას იძლევა, როგორიც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა, რაც ასე აწუხებს საქართველოს რესპუბლიკას“.

ე.წ. ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთების განხილვის პერიოდი ორ თვეს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალური შემოწმება ტარდება. ამ დროის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ პირებს ყოფნის უფლება ორი თვით უხანგრძლივდებათ.

წყარო: ინტერპრესნიუსი