ცქიტიშვილი: ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლა შეუძლია

498

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ, 16 ოქტომბერს გახდება.

“ვინაიდანკონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ”,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, 15 ოქტომბრამდე კონსორციუმს ორი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.