ახალციხის ციხე ყოფილი თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

682

წინა სტატია

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მაია მამულაშვილი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს, ციხის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და მას შემდეგ, რაც განჩინება ჩაბარდებათ, 30 დღის ვადაში გაასაჩივრებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დავით ტაბატაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების შესახებ განჩინება მათ ოფიცილურად ჩაბარდებათ, მას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებებ.

“მეოცე დღე გადის და სასამართლოდან არ მომსვლია განჩინება, ალბათ უკვე ოფიციალურად გამოვითხოვთ“, – ამბობს ტაბატაძე.

ახალციხის ციხიდან“ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას სასამართლო 20 სექტემბერს მოუგო.

“ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ხუთ აპრილს დაასრულა. ა(ა)იპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული.