ქუთაისში ავტომშენებლის N18-ში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ამორტიზებული შენობიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, შენობა წლებია მიტოვებულია, ცვივა აგურები და მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.
“შენობა წლებია მიტოვებულია, იშლება, აგურები ცვივა და საფრთხეს წარმოადგენს. ბავშვებს ვერ ვუშვებთ მარტო. ამასთან, შენობაში ქვერწარმავლებია, რამდენჯერმე ვნახეთ. თუ ვერ ყიდიან, ხომ შეიძლება გაასუფთაონ მაინც, ხეებით და ბალახებითაა სავსე. გათიბონ და ქვეწარმავლები მაინც არ იქნებიან”, – აცხადებენ ადგილობრივები.
აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარე გოგი წულაიაც შეურთდა. მისი თქმით, ქალაქში არაერთი მიტოვებული შენობაა, რითაც მილიონობით ლარის ქონებაა ნადგურდება. წულაია მერიას მოუწოდებს, რომ შენობები გაასხვისონ.