შიდა ქართლში, დევნილთა დასახლებებში გზებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესება იგეგმება. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 317 496 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება იგეგმება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხურვალეთსა და გუგუტიანთკარში.
შიდა გზები კი მოწესრიგდება გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის შემდეგ დასახლებებში: ხურვალეთი, შავშვები, ბერბუკი, სკრა, მოხისი, ახალსოფელი, თელიანი, მეტეხი და წეროვანი. სარეაბილიტაციო გზების საერთო სიგრძეა 14 816 მეტრი.
ტენდერში განაცხადების მიღება 8 ნოემბერს დასრულდება, გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაო 9-თვიან ვადაში უნდა შეასრულოს.