გაფრთხილება გინებისთვის – აუდიტის დასკვნა, რომელსაც ზუგდიდის მერია არ ასაჯაროებს

955

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მერიის დაქვემდებარებაში არსებული “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილის ზაზა ფარცვანიას მხრიდან, გინებისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების ფაქტის შესწავლა დაასრულა. ინფორმაცას ლაივპრესი ავრცელებს.

რა წერია აუდიტის დასკვნაში და რა სანქცია დაეკისრა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილეს, მერია, ისევე როგორც “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი”, არ ასაჯაროებს. ზუგდიდის მერიის ცნობით, აუდტის დასკვნა პირის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გამოაქვეყნებენ.

თავის მხრივ, მერიის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.

როგორც ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განაცხადა, აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება ზაზა ფარცვანიას საქმესთან დაკავშირებით საჯარო უნდა ყოფილიყო, რადგან ამ საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

“მიგვაჩნია, რომ აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებაც უნდა იყოს საჯარო. მითუმეტეს ცნობილი იყო, რომ სამსახური იკვლევდა ამ საკითხს. თანაც სიძულვილის ენა ამ ადამიანს საჯაროდ პირველად არ გამოუყენებია”, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

თავად ზაზა ფარცვანია კი, რომელიც ამჟამად შვებულებაშია, გამოცემა “ლაივპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ გაფრთხილება მიიღო, რათა მსგავსი ფაქტი შემდეგში არ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფარცვანიამ აქცია “სირცხვილიას“ მონაწილეებზე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.