შიდა გზა, მინი მოედანი, ამბულატორია – მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები თელავის 3 სოფელში

709

თელავის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სოფელ ფშაველში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი და კემპინგის ადგილი (ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილი) ეწყობა.

ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,”გია დეველოპმენტი” ახორციელებს. კემპინგის მშენებლობაზე 299 729 ლარი დაიხარჯება. მინი მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის კი 78 347 ლარია გამოყოფილი.

თელავის სოფელ ნაფარეულში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,რეგიონალ დეველოპმენტი” ახორციელებს. ცენტრის მშენებლობაზე 116 956 ლარი დაიხარჯება

სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი. 793 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება. გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 351 000 ლარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სერპანტინი” ახორციელებს.