პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.
ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.
აღსანიშნავია, რომ ზარქუა „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში წარმოადგენს და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ერთ-ერთ მოადგილეა.
იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო – თემურ გოცირიძე შეცვლის.
ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასული დეპუტატია, სადეპუტატო მანდატს ტოვებს. მან ამის შესახებ განცვხადება დღეს გაავრცელა.