ქუთაისში გაეროს მოსახლეობის ფონდის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი უფროსი ასაკის ადამიანების გამოცდილების გაზიარებასა და მათი აქტიურ ცხოვრებაში ხელახალ ჩართულობას გულისხმობს.
“60+“, ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ქუთაისში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს.
“,,60+“ აპრობირებული პროექტია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. ქუთაისთან ერთად აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვა ქალაქებიც არიან ჩართულები”, – აცხადებენ მერიაში.