ამბროლაურის სოფელ ჭყვიშში საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

1453
გზა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ცემენტო-ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 808 217 ლარს შეადგენს, პირველი ეტაპის სამუშაოებზე 621 053ლარი დაიხარჯა.

ამასთან, სოფელ ხვანჭკარაში მიმდინარეობს ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 8459 ლარს შეადგენს.

ამბროლაურს მერიაში აცხადებენ, რომ ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.