ტყიბულის სამ სოფელში წელს პირველად საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს

646

წელს პირველად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფლებში: გურნა, ჯვარისა, სოჩხეთი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მოეწყო, რომელიც ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

საასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ასევე განახლდა კურსების საბავშვო ბაღში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორპირის, ხრესილსა და ახალსოფელის საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას მოგვიანებით დაიწყებს.