პროექტის – ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

701

რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის – ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც პროექტის დირექტორის რჩეველი რევაზ ბარბაქაძე უძღვებოდა,  გიორგი ჭყონდიდელისა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანს მოსახლეობისთვის ქალაქის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა და სამოქალაქო საბჭოს წევრების არჩევა წარმოადგენდა.

რევაზ ბარბაქაძემ შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზნები და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნო, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, ასევე მიმდინარე  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების განხილვა გაიმართა, ასევე აირჩიეს გიორგი ჭყონდიდელისა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულებიდან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემადგენლობაში, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან ორი წევრი იქნება წარმოდგენილი. ამ გზით, რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების განსაზღვრაში და მრჩევლეთა საბჭოს ინსტიტუტის მეშვეობით, ზედამხედველობა გაუწიოს მის შესრულებას.

პროექტს „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ რუსთავის მუნიციპალიტეტი ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტინიორობით ახორციელებს. ის მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში

დღევანდელი ღონისძიებით  პროექტით – ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში გათვალისწინებული შეხვედრათა ციკლი დასრულდა. შეხვედრა გაიმართა ქალაქის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან და არჩეული იქნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოცი წევრი.

რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის – ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც პროექტის დირექტორის რჩეველი რევაზ ბარბაქაძე უძღვებოდა,  გიორგი ჭყონდიდელისა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანს მოსახლეობისთვის ქალაქის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა და სამოქალაქო საბჭოს წევრების არჩევა წარმოადგენდა. რევაზ ბარბაქაძემ შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზნები და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნო, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, ასევე მიმდინარე  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების განხილვა გაიმართა, ასევე აირჩიეს გიორგი ჭყონდიდელისა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულებიდან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემადგენლობაში, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან ორი წევრი იქნება წარმოდგენილი. ამ გზით, რუსთავის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების განსაზღვრაში და მრჩევლეთა საბჭოს ინსტიტუტის მეშვეობით, ზედამხედველობა გაუწიოს მის შესრულებას.   პროექტს „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ რუსთავის მუნიციპალიტეტი ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტინიორობით ახორციელებს. ის მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში დღევანდელი ღონისძიებით  პროექტით – ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში გათვალისწინებული შეხვედრათა ციკლი დასრულდა. შეხვედრა გაიმართა ქალაქის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან და არჩეული იქნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოცი წევრი.