შუალედური არჩვნებისთვის ლაგოდეხის სოფელ აფენში სამი კანდიდატია წარდგენილი

594

წინა სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, 27 ოქტომბრს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები სამმა პარტიამ წარადგინა: ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. ამის შესახებ სპექტრი.გე წერს.

არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატები არიან:

მალხაზ მელაშვილი N2. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”
დავით ბეგლარაშვილი N40 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
ომარ შველიძე N41, . „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

შუალედური არჩევნები ლაგოდეხის გარდა ასევე მარტვილსა და ადიგენშიც ჩატარდება.