ქუთაისში დავით აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
“აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაის მიზნით საგზაო დეპატრამენტი ტენდერს ნოემბერში გამოაცხადებს, ჯერ მიმდინარეობს პროექტირება. წელსვე დაიწყება ამ ქუჩების რეაბილიტაცია”-, განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე მოდის.
“საბოლოოდ ჩვენი ქალაქი იღებს ისეთ სახეს რომელიც ეკუთვნის ქუთაისს” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს.