წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის კიდევ 4 სოფელში განხორციელდება

801

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში – კოტორაანთკარში, ანანურში, ციხისძირსა და გორანაში, წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში იწყება არტეზიული ჭისა და მაგისტრალის მოწყობა გორანაში. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ანანურში, ციხისძირში და კოტორაანთკარშიც დაიწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს აღემატება.

ამერიკული დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლების განმავლობაში, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით წყალმომარაგება უკვე 11 სოფელში გაუმჯობესდა.