მაკრახიძე: ჟურნალისტებმა მსახიობად მაქციეთ, ჩემგან ინტერვიუ აღარ იქნება

922

გორის მაჟორიტარი დეპუტატი მედიასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ “მოზაიკას” დეპუტატმა მედია ბოიკოტს შესახებ თავად განუცხადა. იოსებ მაკრახიძე ამბობს,რომ მიზეზი რის გამოც,  ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჟურნალისტების მიერ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებაა.

მაკრახიძეს ვთხოვეთ რადიო “მოზაიკას” შემთხვევაში, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაესახელებინა, მაგრამ პარლამენტარმა აღნიშნა,რომ ბოიკოტს არა რომელიმე კონკრეტულ მედიას,არამედ მთლიანად ჟურნალისტებს უცხადებს. იოსებ მაკრახიძე იმასაც ამბობს, რომ ეს მისთვის არავის ურჩევია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

“მსახიობად მაქციეთ, როგორც გინდათ ისე ავრცელებთ ჩემ ნათქვამს,თქვენ კი არა საერთოდ ჟურნალისტები. ამიტომ, ვსიო,მორჩა ჩემგან აღარანაირი ინტერვიუ აღარ იქნება”, – აღნიშნა მაკრახიძემ.