საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
როგორც ერიაში აცხადებენ რუსთავის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გამარჯვებული გახდა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.
“კონფერენციის დასასრულს გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, ვინც გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკა და ფინანსური საქმიანობა განახორციელა. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შესაბამისობაში იყო იმ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, რომელიც დადგენილია რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით“, – განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.