თეთრიწყაროს მერია: მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ

728

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ღია ფორმატის შეხვედრებს მართავენ.

როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შედგენისას მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული თითოეული დასახლების განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები.

მათივე ცნობით, ამჯერად შეხვედრა სოფელ წინწყაროსა და ქოსალარის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად სასმელ წყალზე და სკოლამდელი აღზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობა დაასახელეს, ხოლო ხაიშის მოსახლეობამ – სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურის და შიდა გზების მოწყობა ისურვა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.