NDI: კალაძის საქმიანობას 11% აფასებს, როგორც ძალიან კარგი, 34% – როგორც კარგი

1489

სტატიის გაგრძელება

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით თბილისის მერი კახა კალაძე სარგებლობს.

კახა კალაძის საქმიანობას, მხოლოდ თბილისში, გამოკითხულთა 11% აფასებს, როგორც “ძალიან კარგი”.

34% ფიქრობს, რომ კალაძის საქმიანობა კარგია;

37%  აფასებს – საშუალოდ;

10% – ცუდად;

5% – ძალიან ცუდად;

3%  ამბობს – არ ვიცი.

NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერს დადებითად აფასებს 45%, რაც 2%-ით მაღალია, ვიდრე იყო აპრილის კვლევაში.

ამავე კვლევით, კალაძის დადებითი რეიტინგი 8%-ითაა გაუარესებული 2018 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით.

ამასტან, NDI-ის ცნობით, კახა კალაძის, როგორც მერის, რეიტინგი უკიდურესად უარყოფითი იყო 2017 წელს, როცა გამოკითხულთა მხოლოდ 8% აცხადებდა, რომ კალაძის მუშაობა დადებითია.

კახა კალაძის დადებითი რეიტინგი წლებს მიხედვით: 2019 წლის ივლისში – 45%, 2019 წლის აპრილში – 43%, 2018 წლის მარტში – 53%, 2017 წელს – 8%.

კახა კალაძის უარყოფით რეიტინგი წლების მიხედვით კი ასეთია: 2019 წლის ივლისში – 15%, 2019 წლის აპრილში – 23%, 2018 წლის მარტში – 12%, 2017 წელს – 53%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის მხარდაჭერით.