მუნიციპალიტეტებში შშმ პირებს პერსონალურ ასისტენტებს გამოუყოფენ

548

მუნიციპალიტეტებში შშმ პირებს პერსონალურ ასისტენტებს გამოუყოფენ. ამის შესახებ ინფორმაცია დასაქმების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტების მერებს უკვე მიაწოდა. დადგენილება, რომელიც 2022 წლის 18 თებერვალს მიიღეს, განსაზღვრავს თუ ვის შეუძლია გახდეს პერსონალური ასისტენტი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პერსონალი ასისტენტის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

პერსონალური ასისტენტის მომსახურების წარმოდგენილი სტანდარტი არ ეხება განათლების სისტემაში პირის სპეციალიზებულ მომსახურებას და მხარადაჭერას. პერსონალური დახმარების აღნიშნული მიმართულება რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგულაციებით. თუმცა, ასეთ მომსახურებებთან დაკავშირება და მომსახურების მიღებაში ხელშეწყობა შეიძლება იყოს პერსონალური ასისტირების ნაწილი.

დადგენილების მიხედვით, პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ამ სტანდარტის მე-12 მუხლის შესაბამისად რეგისტრიტებული იურიდული პირი, რომელიც ასრულებს მუნიციპალიტეტის ორგანოს/დაწესებულების ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პერსონალური ასისტირების მომსახურებას

დამატებითი ინფორმაციით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს.