გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული მე-2 საჯარო სკოლა გახსნეს.
სკოლაში, სადაც 416 ბავშვი ისწავლის, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო თანამედროვე ლაბორატორია.
ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.