კურორტ გომისმთაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობების შეჩერების მიზნით, სპეცტექნიკის საშუალებით, დაბეტონებული საძირკვლების ამოღება დაიწყო.
ქაოტური მშენებლობების შესაჩერებლად, ამავე სამსახურის მიერ პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სახლების აღწერა და ნუმერიაციის მინიჭება.
ამ დროისთვის, აღწერილია 575 საცხოვრებელი სახლი.
გარდა ამისა, თვალსაჩინო ადგილებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ბანერები.
უკანონო მშენებლობის განმახორციელებელი პირები დაჯარიმდებიან ” საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131 მუხლის1 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით 25 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამუშაობი გომისმთაში ყოველდღიურად ჩატარდება.