წალენჯიხის სოფელ ეწერში 6,2-კილომეტრიანი გზა კეთდება

1369

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 086 812ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით სიჭინავა ასრულებს.

წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, რომ გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ წლებია უგზოობა აწუხებთ.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ღვინჯილიამ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.