კეთდება გზა, რითაც ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმესთან მისასვლელი გზა მოკლდება

955

წინა სტატია

ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მდინარე მეჭიაზე ახალ სახიდე გადასასვლელს, კიუვეტებს, გაბიონებისა და საყრდენ კედლებს აშენებენ. აღნიშნული გზით კი, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან.

“პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, ვინაიდან შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონთან მისვლა მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია”, – აცხადებენ მერიაში.