ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან.
პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონზე მისვლა, 60 კმ-ის ნაცვლად, მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.
პარალელურად მიმდინარეობს მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობა.
პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.