გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მშენებლობისთვის 2 მილიომ 300 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოყო. ახალი სკოლა, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიხსნება და იგი 130-მდე ბავშვზე იქნება გათვლილი.