ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჟურნალისტებისთის დახურული იყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიტექტორთა ჯგუფმა, რომელიც უკვე მუშაობს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე, თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს. ტენდერში კომპანია “კარკასი” გაიმარჯვა. პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი მუშაობს.
შეხვედრას მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან და ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროს რუსუდან ჩინჩალაძესთან ერთად დაესწრო.
მერიაში განმარტავენ, რომ პროექტიტების სამუშაოები წარმატებით ტარდება, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
პროექტის ფარგლებში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მოხდება. დაგეგმილია 41 სახლის რეაბილიტაცია, პროქქტი ასევე სხვადასხვა სერვისების განვითარებას გულისხმობს, რისთვისაც ბოლო ინფორმაციით, 45 მილიონი დაიხარჯება. პროექტი მომავალ წელს დაიწყება.