ქუთაისის მერია ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის აღსადგენად 22 700 ლარს გადაიხდის

599

 წინა სტატია

ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფისა და სადგარის რეაბილიტაციის მიზნით ქალაქის მერიამ 21 აგვისტოს 24 186 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცახადა. თუმცა ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “ჯორჯიან ტექნოგრუპმა” მიიღო, რომელთანაც ამჟამად ხელშეკრულების გაფორმენბა მიმდინარეობს.

შპს “ჯორჯიან ტექნოგრუპი” დაზიანებული ძეგლის აღდგენას 22 700 ლარად უზრუნველყოფს.  კომპანიას სამუშაოები 2 თვეში უნდა ჩაატაროს.

კომპანია ქუთაისში იაშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული. ტენდერების მონიტორის თანახმად, მისი სამუშო გამოცდილება შენობების აღდგენის რამდენიმე ტენდერს მოიცავს.