ქუთაისის მერია სამი თვის წინ დაზიანებული ილია ჭავაჭავაძის ბარელიეფის, რეკონსტრუქციისთვის საჭირო პროექტირებაზე ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ბარელიეფი რესტავრაციას წლების განმავლობაში საჭიროებდა, თვეების წინ მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა კი, იგი მეტად გაანადგურა.
სახელმწიფო შესყიდვა 24 ივლისს 6 000 ლარზე გამოცხდდა. მიმწოდებელმა ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის საპროექტო-სახარჯთაღირიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.